საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის XVIII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები სამტრედიაში მარტვილის საფეხბურთო კლუბის წინააღმდეგ გამართავენ, სირიელი არბიტრი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას დ. ჩიგოგიძე და დ. კურტანიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი ო. ხეცაძე შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი მატჩი, რომელიც აბდულა ბასჰლელომ იმსაჯა მეორე ლიგაში გამართული მარკ სტარი 5:0 ივერიონი არის. აღნიშნულ მატჩში სირიელ არბიტრს ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით აბდულა ბასლეჰლომ უკანასკნელად 10 ნოემბერს ზესტაფონში გამართული ზესტაფონი 1:2 დინამო იმსაჯა. აღნიშნულ მატჩში აბდულა ბასლეჰლომ მასპინძლები ერთხელ გააფრთხილა, სტუმრები კი – ორჯერ. ზესტაფონელთა რიგებიდან კი ერთი მოთამაშე მოედნიდან გააძევა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, აბდულა ბასლეჰლოს მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
აბდულა ბასლეჰლო
დაბადების თარიღი: 1976 წლის 8 მარტი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 13 თამაში / 72 ყვითელი / 4 წითელი / 5 პენალტი
პირველი ლიგა - 5 თამაში / 19 ყვითელი / 1 წითელი / 4 პენალტი
მეორე ლიგა – 5 თამაში / 17 ყვითელი / 1 წითელი / 5 პენალტი
საქართველოს თასი – 2 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი