• Geo
  • Eng
05.03.2023
2500 გოლი საქართველოს ჩემპიონატში

4 მარტს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეორე ტურში დინამომ სამტრედიას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 4-0 დაამარცხა მეტოქე. მატჩი მოგეხსენებათ გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა.

 

შეხვედრაში ანგარიში თავისი სადებიუტო გოლით ახალგაზრდა გაბრიელ სიგუამ გახსნა, რასაც ცოტახანში გიორგი მოისწრაფიშვილმა პენალტის ნიშნულიდან ზუსტად შესრულებული პანენკა მიამატა. მესამე გოლი სამტრედიის კარში ულად ომარ იმრანმა გაიტანა, ხოლო მეოთხე გოლი, რომელიც ასევე საიუბილეო გამოდგა - ზორან მარუშიჩის ანგარიშზეა. სერბი ფორვარდის ზუსტი თავური დინამოსთვის საქართველოს ჩემპიონატში გატანილი 2500-ე გოლი გამოდგა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024