დინამოელებმა შეკრებაზე ბოლო ვარჯიში ჩაატარეს. გუნდმა დღეს ორჯერ ივარჯიშა. შეკრების მეთხუტმე დღეს კი დინამო, თბილისის დროით 13 საათსა და 30 წუთზე ბოლო, მეექვსე სპარინგს გამართავს. ჩვენი მეტოქე უკრაინის პრემიერლიგის კლუბი- მარიუპოლის ილიჩევეცი იქნება. თამაშის შემდეგ გუნდი ისადილებს, დაისვენებს და სამშობლოში დაბრუნდება.