• Geo
  • Eng
06.02.2015
გამარჯვება კორონასთან

დინამოელებმა თურქულ შეკრებაზე მორიგი, რიგით მეხუთე მატჩი გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე პოლონეთის ექსტრაკლასას წარმომადგენელი- კორონა კელცე გახლდათ. შეხვედრა, რომელსაც პოლონელ მსაჯთა ბრიგადა უძღვებოდა, დინამოელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა. პირველი წუთები თანაბარი იყო, დაახლოებით მე- 20 წუთიდან კი თბილისელთა უპირატესობა გამოიხატა, რაც ცოტახანში გატანილ გოლებში აისახა. 35- ე წუთზე მანუელის ჩაწოდების შემდეგ მეკარის შეცდომით ჭანტურიშვილმა ისარგებლა 1:0. ზუსტად 5 წუთში უკვე თავად ჭანტურიშვილმა გაუწია ასისტენტობა თანაგუნდელს, გოლი კი ჯიღაურმა გაიტანა- 2:0. დინამოელები მთელი მატჩის მანძილზე აკონტროლებდნენ თამაშის მიმდინარეობას და მიუხედავად იმისა, რომ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტები ორივე კართან შეიქმნა, ანგარიში აღარ შეცვლილა. მატჩის მიმდინარეობისას კახა გოგიჩაიშვილმა ცხრა ცვლილება განახორციელა და თამაშის საშუალება ყველა ფეხბურთელს მისცა. მატჩში მონაწილება არ მიუღიათ- გიორგი კულუას, გიორგი პაპუნაშვილს, ლაშა შერგელაშვილს, გიორგი ჯანელიძეს და გიორგი ჩირგაძეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობა პოლონელებთან ასეთი გახლდათ:

დინამო: ჰრდლიჩკა (დაუშვილი 46), კაკაბაძე (ტაბატაძე 62), რენე ფერეირა (გველესიანი 46), ჭანტურია, თოთაძე, ცინცაძე (ბუკორაცი 46), ჯიღაური (კიტეიშვილი 62), პარუნაშვილი (ჯაფიაშვილი 81), ლობჟანიძე (გუგა 65), ჭანტურიშვილი (მიქელთაძე 72), მანუელი (უგულავა 72)

კორონა: ჩერნიაუსკასი, მალარციკი, გოლანსკი, სილვესტრზაკი, დეჟმეკი, იოვანოვიჩი, კიელბი, კლემენსი (კარლოსი 65), ფერტოვსი, პილიპჩუკი (ტრიტკო 64), კაპო

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024