დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშებაში მერვედფინალის გასამართი თარიღები შეიცვალა. პირველ შეხვედრას ქობულეთის შუქურას წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 26 ნოემბრის ნაცვლად, 18 ნოემბერს გამართავს. მატჩს ქობულეთის ჩელე არენა უმასპინძლებს. საპასუხო დაპირისპირება თბილისში, დინამო არენაზე 11 დეკემბრის ნაცვლად, 26 ნოემბერს გაიმართება.