• Geo
  • Eng
08.02.2015
ჯაბა ჯიღაური - მაქსიმალურად ვეცდები გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი გავხდე

22 წლის ჯაბა ჯიღაურმა ბოლო პერიოდი საჩხერის ჩიხურაში გაატარა, სადაც იჯარის წესით გამოდიოდა. ჯაბა ზამთარში დინამოს დაუბრუნდა და გუნდთან ერთად ემზადება სეზონის განახლებისთვის.

ჯაბა ჯიღაური- ჩიხურაში ნაყოფიერი პერიოდი გავატარე და ვფიქრობ საჭირო გამოცდილებაც შევიძინე. ცხადია დინამოში დაბრუნება სასიხარულოა და მაქსიმალურად ვეცდები გუნდისთვის სასარგებლო ფეხბურთელი გავხდე. საინტერესო შემადგენლობა გვყავს. დღევანდელი ფორმაციის დინამოს დიდი პოტენციალი გააჩნია და ყველაფერს გავაკეთებთ ჩემპიონობისთვის. ახლგაზრდული გუნდი ვართ. შეკრებაზე ძლიერ მეტოქეებთან სპარინგები ძალიან წაგვადგება. განსაკუთრებით სპარტასთან და შტურმთნ თამაშები იყო საინტერესო. ვფიქრობ დინამოს სათამაშო სტილი უკეთესობისკენ შეიცვალა. ვცდილობთ ბურთის კონტროლს და  კომბინაციური, შემტევი, სანახაობრივი ფეხბურთის თამაშს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024