• Geo
  • Eng
01.11.2014
კლასიკოს დავით ხარიტონაშვილი განსჯის

საქართველოს ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი 2 ნოემბერს ქუთაისში, ცენტრალურ სტადიონზე ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს– დავით ხარიტონაშვილი განსჯის. მას ასისტენტობას ლ. თოდრია და დ. გაბისონია გაუწევენ. დამატებითი ასისტენტები იქნებიან ა. კრიჭაშვილი და ჯ. ხორავა. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ა. ბასლეჰლო შეასრულებს.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს 2013 წლის 2 მარტს საქართველოს თასის მერვედფინალში იმსაჯა. დინამო თბილისმა ფოთის კოლხეთს 3:0 აჯობა. იმ შეხვედრაში დავით ხარიტონაშვილმა ორჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც დავით ხარიტონაშვილმა იმსაჯა, 30 ოქტომბერს მეორე ლიგაში გამართული- გარეჯი 2:0 სართი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში დავით ხარიტონაშვილმა სამჯერ უჩვენა ფეხბურთელებს ყვითელი ბარათი.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

დავით ხარიტონაშვილი

დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი

===========================================

უმაღლესი ლიგა - 102 თამაში / 356 ყვითელი / 18 წითელი / 24 პენალტი

პირველი ლიგა - 13 თამაში / 41 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

მეორე ლიგა - 16 თამაში / 29 ყვითელი / 2 წითელი / 7 პენალტი

საქართველოს თასი - 16 თამაში / 39 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U21. საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპის ჩემპიონატი U17. საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 16 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024