• Geo
  • Eng
02.11.2014
ტორპედო 1:2 დინამო - მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

ქუთაისში დასრულებული მორიგი კლასიკოს შემდეგ, რომელშიც დინამომ ადგილობრივი ტორპედო 2:1 დაამარცხა, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე რევაზ ძოძუაშვილი და სულიკო დავითაშვილი (მთავარი მწვრთნელის თანაშემწე) წარდგნენ.

 

სულიკო დავითაშვილი: ამ ორი გუნდის დაპირისპირება რამდენად მნიშვნელოვანია- ეს ყველას მოეხსენება. ტორპედო კარგი გუნდია ძლიერი შემადგენლობით და გამოცდილი ფეხბურთელებით. მინდა ორივე გუნდის ფეხბურთელებს მადლობა ვუთხრა ლამაზი თამაშისთვის. ასეთი შეხვედრები უფრო მეტი, რომ ტარდებოდეს და ასეთი ხარისხის გულშემატკივრობა იყოს, ფეხბურთის დონე უფრო აიწევდა საქართველოში. შესვენებაზე გარკვეული გადაადგილებები მოვახდინეთ, რამაც საბოლოოდ ჩვენთვის მისაღები შედეგი გამოიღო. ჩემს ფეხბურთელებს და დინამოს ერთგულ გულშემატკივარს ძალიან დიდი მადლობა. ტორპედოს წარმატებებს ვუსურვებ.

 

რევაზ ძოძუაშვილი: ორივე გუნდმა კარგი თამაში აჩვენა, ისეთი- ძველ ტრადიციებს, რომ შეეფერება. იყო თავდადება, ხოლო შეხვედრა ტექნიკურადაც და ტაქტიკურადაც გამართული გამოდგა. ჩვენს გუნდს ძალიან მწირი მატერიალური შესაძლებლობები აქვს. რა პროფესიონალიზმიც არ უნდა ჩაიდოს გუნდში, არავინ იცის რა იქნება ერთი თვის შემდეგ. შედეგზე გარკვეულწილად ამანაც იმოქმედა. დინამოს ყველა პირობა აქვს, ჩვენ კი მათთან შედარებით ნახევრადპროფესიონალური, ან სულაც სამოყვარულო გუნდი ვართ. დღევანდელი მატჩი ჩვენი მაქსიმუმი იყო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024