ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის მეთორმეტე ტურის მატჩი გაიმართა. დინამოს მეორე შემადგენლობამ სკ გაგრას უმასპინძლა. მალხაზ ჟვანიას შეგირდებმა მეტად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს ანგარიშით 2:1. შეხვედრაში მნიშვნელოვანი სათამაშო უპირატესობა არც ერთ გუნდს არ ჰქონია. მატჩიც მეტწილად ხისტი და დაძაბული გამოდგა. მე- 10 წუთზე ზივზივაძემ დააწინაურა მასპინძლები 1:0. 75- ე წუთზე გოგატიშვილმა აღადგინა წონასწორობა 1:1. მატჩის მიწურულს კი შეცვლაზე შემოსულმა ვოლკოვმა გამარჯვების გოლი გაიტანა გაგრას კარში- 2:1.
შემდეგ შეხვედრას დინამო-2 ოზურგეთში მერცხალის წინააღმდეგ, 9 ნოემბერს გამართავს.
დინამო-2 2:1 გაგრა
დინამო: დაუშვილი, მარაქველიძე (მიქაძე 90), ჯაფიაშვილი, ქაჯაია, სამხარაძე, ქიქავა, სამუშია (მესხი 46), სარიშვილი, ზივზივაძე (ვოლკოვი 65), მათიაშვილი (ციცხვაია 72), გოგოლიძე (სარჯველაძე 61)
გაგრა: დობორჯგინიძე, ჯგერენაია, ბიწკინაშვილი, მაჩაიძე, გურეშიძე, ქარდავა, წკრიალაშვილი, ცოცხალაშვილი, მაისურაძე, ჭანტურია, გოგატიშვილი