სპორტული გამოცემები ლელო და ჩვენი თამაში, ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის მეთერთმეტე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ორი დინამოელი შეიყვანა. რჩეულთა შორის მოხვდნენ- ნიკა ჭანტურია და ნიკა საბანაძე (2). ტურის საუკეთესო მწვრთნელად გაზეთმა ლელომ დინამო თბილისის მწვრთნელი- სულიკო დავითაშვილი დაასახელა.
ოთხი ფეხბურთელი გამოარჩია დინამოდან გამოცემამ- ჩვენი თამაში. სიმბოლურში მოხვდნენ: ნიკა საბანაძე, მათე ცინცაძე (2), ირაკლი ძარია (3) და ლაშა შერგელაშვილი. გაზეთმა ჩვენი თამაში ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ნიკა საბანაძე დაასახელა.