• Geo
  • Eng
16.02.2015
დუბლების ბოლო სპარინგი

23 თებერვალს დინამოს დუბლშემადგენლობა ჩემპიონატის მეორე წრეს დაიწყებს. დინამოელები სამტრედიას დაუპირისპირდებიან. დღეს კი თბილისელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე სპარინგ მატჩში ცხუმს უმასპინძლეს. საინტერესო და სანახაობრივი მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით 7:4 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 15 წუთის შემდეგ უკვე 0:4 აგებდნენ, თუმცა პირველივე ტაიმში მოახერხეს წინ გასვლა. ვეკუას გოლს, ორი შედეგიანი დარტყმა ზარიამ მიამატა და ორი გოლიც გაბრიჩიძის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში თამაზ სამხარაძის შეგირდებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს ცხუმის კარში. შედეგიანად ვეკუამ და ლილუაშვილმა ითამაშეს.

დინამოს დუბლები 7:4 ცხუმი

დინამო: გუგეშაშვილი, კაპანაძე (ყურშავიშვილი 53), გადრანი (ლოჩოშვილი 53), კირკიტაძე (კაპანაძე 70), ნემსაძე (კობოური 53), ნ. ბაშალეიშვილი (მ. ბაშალეიშვილი 46), ვეკუა, კვერნაძე (კირკიტაძე 75), გაბრიჩიძე (ბუღრიძე 55), ზარია (ლილუაშვილი 60), მზევაშვილი (ჩაკვეტაძე 30)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024