კვირას 22 თებერვალს დინამო თბილისი ეროვნული პირველობის მეორე წრეს დაიწყებს. სამტრედიაში მე- 16 ტურის შეხვედრას ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. დინამოელები განაგრძობენ ამ მატჩისთვის მზადებას. დღეს კახა გოგიჩაიშვილმა დიღმის საწვრთნელ ბაზაზე მორიგი წვრთნა გამართა. დინამო TV აღნიშნული მზადების ვიდეო სიუჟეტს წარმოგიდგენთ.