უმაღლესი ლიგის პარალელურად განახლდა დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატიც. დღეს სამტრედიაში დუბლშემადგენლობათა პირველობის მე- 16 ტურის მატჩი გაიმართა. ერთმანეთს სამტრედიის და დინამოს სარეზერვო შემადგენლობები დაუპირისპირდნენ. თამაზ სამხარაძის გუნდი ბევრს უტევდა და არაერთი საგოლე მომენტიც შექმნა, თუმცა მოგება ვერ მოახერხა. გადრანის ავტოგოლით მასპინძლები დაწინაურდნენ, ვეკუამ კი ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა 1:1.
დინამო: კულუა, კირკიტაძე, კაპანაძე, გადრანი, ნემსაძე, ბაშალეიშვილი ნიკა, ვეკუა (ლილუაშვილი 84), ზარია, კვერნაძე, გაბრიჩიძე (ჩაკვეტაძე 58), მიქელთაძე