დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების მერვედფინალის პირველ შეხვედრას დინამოელები ქობულეთში ადგილობრივი შუქურას წინააღმდეგ გამარტავენ. დაპირისპირებას სირიელი არბიტრი- აბდულა ბასლეჰლო განსჯის, რომელსაც ასისტენტობას ლ. ვარამიშვილი და გ. ჩიგოგიძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს კი გ. ავაზაშვილი შეასრულებს.
უკანასკნელი მატჩი, რომელიც აბდულა ბასჰლელომ იმსაჯა, პირველ ლიგაში გამართული მეშახტე 2:1 ხობის კოლხეთი გახლავთ. აღნიშნულ მატჩში სირიელმა არბიტრმა ექვსჯერ გააფრთხილა ფეხბურთელები და ერთხელაც წითელი ბარათი გამოიყენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით აბდულა ბასლეჰლომ უკანასკნელად 2013 წლის 19 დეკემბერს სამტრედიაში გამართული მერანი 0:2 დინამო იმსაჯა. აღნიშნულ მატჩში აბდულა ბასლეჰლომ ექვსი ფეხბურთელი გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, აბდულა ბასლეჰლოს მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
აბდულა ბასლეჰლო
დაბადების თარიღი: 1976 წლის 8 მარტი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 21 თამაში / 99 ყვითელი / 5 წითელი / 7 პენალტი
პირველი ლიგა - 13 თამაში / 60 ყვითელი / 6 წითელი / 9 პენალტი
მეორე ლიგა – 13 თამაში / 47 ყვითელი / 4 წითელი / 7 პენალტი
საქართველოს თასი – 2 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი