დღეს დინამო თბილისმა ქობულეთში თასის მერვედფინალის პირველი მატჩი ჩაატარა. ჩელე არენაზე გამართული შეხვედრა შუქურასა და ჩვენს გუნდს შორის ფრედ 1:1 დასრულდა. დაპირისპირება დინამოელთა შეტევებით დაიწყო და უკვე მერვე წუთზე ჩირგაძემ მოახერხა თავის შანსის გამოყენება. ლობჟანიძის მშვენიერი პასის შემდეგ გიორგიმ გახსნა ანგარიში. ცოტახანში თბილისელებს მეორე გოლის გატანა მართებდათ, თუმცა არაზუსტად ითამაშეს ჯერ პაპუნაშვილმა, შემდეგ კი ჩირგაძემ. თამაში გათანაბრდა და მე- 19 წუთზე მასპინძლებმა წამოწყებული შეტევა გოლით დაასრულეს. მეტრეველმა აღადგინა შეხვედრის ანგარიშში სტატუს ქვო. ამის შემდეგ ორივე გუნდმა გაცვალა უშედეგო სახიფათო მომენტები. მთლიანობაში შეიძლება ითქვას, რომ საინტერესო მატჩი გამოვიდა. ანგარიში აღარ შეცვლილა და ყიფიანის სახელობის თასის საპასუხო მატჩი, რომელიც 26 ნოემბერს თბილისში გაიმართება- გაარკვევს მეოთხედფინალისტის ვინაობას.
შუქურა 1:1 დინამო
გოლი: 0:1 ჩირგაძე 8’ 1:1 მეტრეველი 19’
გაფრთხილება: მჭედლიშვილი 65’ პარუნაშვილი 90’
შუქურა: კაკალაძე, ტვილდიანი, ბერუაშვილი, ხოჭოლავა, გურული, ჩალაძე, ლობე, კუხიანიძე, ტუღუში, ჩელებაძე, მეტრეველი
დინამო: მიგინეიშვილი, ჭანტურია, მჭედლიშვილი, გველესიანი, საჯაია, ცინცაძე, პაპუნაშვილი, პაპავა, ლობჟანიძე, ჩირგაძე, საბანაძე
მსაჯი: ა. ბასლეჰლო