19 წლამდე ოქროს ლიგაში დინამოელებმა მერვე ტურის შეხვედრა გამართეს, რომელშიც გორის დილას უმასპინძლეს და 3-1 დაამარცხეს მეტოქე.
გათამაშების ლიდერმა პირველივე წუთებიდან აიღო სათამაშო უპირატესობა თავის ხელში. გოლები სტუმართა კარში გიორგი ცეცხლაძემ, ნიკა ცეცხლაძემ და თენგო გობეშიამ გაიტანეს. დედაქალაქელებმა ამ გამარჯვებით 20 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებენ.
მომდევნო მატჩს ვალერი გაგუას გუნდი 12 მაისს წყალტუბოში, ადგილობრივ სამგურალთან გამართავს.
U19 დინამო 3-1 დილა
დინამო: საური, სადღობელაშვილი, მეფარიშვილი, დათუაშვილი, ახალკაცი, ცეცხლაძე გ, ცეცხლაძე ნ, წულაია, ნაჭღებია, თოდუა, შეროზია
სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, გრიგალავა, გობეშია, ხარჩილავა, ჩიქოვანი, ფრიდონიშვილი, ჯიქია, ბუბუტეიშვილი