• Geo
  • Eng
16.03.2023
ვიცე კაპიტნები ეროვნულ ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები მოახლოვებული მატჩებისთვის მზადებას 20 მარტიდან დაიწყებს. 25 მარტს ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში მონღოლეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 28 მარტს ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. ორივე მატჩი ბათუმში - აჭარაბეთ არენაზე გაიმართება.

 

აღნიშნული შეხვედრებისთვის ვილი სანიოლიმ ჩვენი გუნდიდან ვიცე კაპიტნები - ანზორ მექვაბიშვილი და ჯიმი ტაბიძე მიიწვია, რომელებიც ეროვნულ ნაკრებს 20 მარტს შეუერთდებიან.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024