დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის მე-10 ტურის მატჩი გორში გამართა. დილასთან ჩატარებული შეხვედრა დედაქალაქელებმა ოთხი უპასუხო გოლით მოიგეს.
შედეგიანი დარტყმები ანრი ძნელაძის, ანდრია ვიბლიანის, სანდრო მიქაუტაძის და რატი ალექსიძის ანგარიშზეა.
მომდევნო შეხვედრას ვასილ გეგუჩაძის გუნდი უშუალო კონკურენტ იბერიასთან, 25 მაისს, ბენდელაზე გამართავს.
U19 დილა 0-4 დინამო
U19 დინამო: ღაღვაშვილი, ჭოლოკავა, შაშიაშვილი, ლომიძე, ხუციშვილი, საჯაია, ნათენაძე, ძნელაძე, დანელია, ვიბლიანი, მიქაუტაძე
სათადარიგო სკამი: ღონღაძე, გვაზავა, ხოროიშვილი, ლელაშვილი, რეხვიაშვილი, კაკაშვილი, ალექსიძე, ბიგვავა, ხოხაშვილი