• Geo
  • Eng
15.02.2025
მეორე გუნდმა ორბის აჯობა

ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე დინამო 2-მა კიდევ ერთი სპარინგ მატჩი ჩაატარა. ამჯერად ლურჯ-თეთრების მეტოქე სკ ორბი გახლდათ.

 

შეხვედრა დინამოელებმა 3-1 მოიგეს. მე-17 წუთზე ანგარიში გიორგი ნიკოლაიშვილმა გახსნა, 52-ე წუთზე თემო ოდიკაძემ ორამდე გაზარდა სხვაობა, ხოლო მესამე გოლი რეზი დანელიამ მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გაიტანა.

 

მომდევნო ამხანაგურ მატჩს დინამოს მეორე შემადგენლობა 23 თებერვალს ლოკომოტივთან ჩაატარებს.

 

დინამო-2 3-1 ორბი

 

დინამო-2: ბერუაშვილი, ნიკოლაიშვილი, გობეშია, ახალკაცი, ანანგი, ტკალია, მაშავა, დანელია, ოდიკაძე, ფიფია, ფერაძე

მეორე ტაიმში შევიდნენ: ტარტარაშვილი, სალუქვაძე, პატარკაციშვილი, ცეცხლაძე, ჩიქოვანი, ნაჭყებია, მეხტიევი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025