• Geo
  • Eng
16.05.2025
გაგრასთან მატჩი ფრედ მორჩა

ეროვნული ლიგის მე-15 ტურის მატჩი დინამოელებმა პეტრო არენაზე გაგრასთან გამართეს.

დედაქალაქელებს შეხვედრაში ყვითელი ბარათების გადაჭარბების გამო საბა ხარებაშვილი დააკლდა. მატჩი კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ანგარიში მასპინძლება მე-14 წუთზე გახსნეს, გიორგი ხარებაშვილმა ერთი ერთზე მოახერხა გასვლა და ზუსტად დარტყმა. დინამოელებმა სტატუს ქვო მალევე აღადგინეს. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ვაკო გვილიამ მათე ვაწაძეს დაუგდო, რომელმაც მეორე ცდიდან მოახერხა გაგრელთა კარის აღება 1-1. ტაიმის ბოლოსკენ არბიტრმა ჯაბა კანკავას წითელი ბარათი აჩვენა და დედაქალაქელებმა 34 წუთი მოედანზე სიმცირეში გაატარეს, სანამ ასევე წითელი ბარათი დავით გოცირიძემ მიიღო. მეტ-ნაკლებად მწვავე მომენტებს თუ არ ჩავთვლით, მოედანზე აღარაფერი შეცვლილა და მატჩი ფრედ დასრულდა.

შემდეგ შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 20 მაისს მიხეილ მესხის სტადიონზე, იბერიასთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025