დღეს დინამო არენაზე ჩატარებული 95-ე ქართული დერბი დედაქალაქელთა 50-ე გამარჯვებით დასრულდა.
დინამომ ტორპედო ეროვნული ლიგის გათამაშების მე-17 ტურში მიიღო და სრული სათამაშო კონტროლით 2-0 აჯობა პრინციპულ მეტოქეს. თბილისელებს შეხვედრაში მოლდოველი მეკარე სტეფან სიკაჩი დაუბრუნდათ, გუნდს კი დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავა და ტრავმირებული - ვაკო გვილია, მათე ვაწაძე და ნიკოლოზ უგრეხელიძე დააკლდა.
სათამაშო უპირატესობა დინამომ თავიდანვე მოიპოვა და უკვე მე-8 წუთზე დაწინაურდა. ზუსტად და გამოზომილად თორნიკე მორჩილაძემ დაარტა მეკარისგან შორეულ კუთხეში 1-0. დინამომ მეორე გოლი 52-ე წუთზე გაიტანა. ნიკა ნინუას კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს, შორეულ ძელთან ლეო ასუნსეუმ ზუსტი თავური დაახვედრა და 2-0. ამის გარდა დინამოელებს არაერთი მწვავე და საგოლე ეპიზოდი შეექმნათ, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.
მატჩის დასრულების შემდეგ კი გუნდებს შორის მოედანზე სიტუაცია დაიძაბა და საბოლოოდ არბიტრმა 9 ფეხბურთელი გააძევა მინდვრიდან. გიორგი ყრუაშვილმა წითელი ბარათი 5 დინამოელს და 4 ტორპედოელს უჩვენა.
მომდევნო შეხვედრას ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 28 მაისს გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავს.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი