• Geo
  • Eng
02.06.2023
7 დინამოელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მოახლოვებული ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 10 ივნისიდან შეუდგება. ჯგუფური ეტაპის პირველ შეხვედრას კი 21 ივნისს დინამო არენაზე, პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

 

რამაზ სვანაძემ გაფართოებული შემადგენლობა უკვე დაასახელა და ნაკრებში დინამო თბილისიდან 7 ფეხბურთელს უხმო.

 

ევროპის ჩემპიონატისთვის ლუკა კუტალაძე, გიორგი მაისურაძე, საბა ხვადაგიანი, ალექსანდრე კალანდაძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, გაბრიელ სიგუა და ანზორ მექვაბიშვილი მოემზადებიან.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024