• Geo
  • Eng
18.01.2023
დინამომ პლოვდივის ლოკომოტივს 2-0 მოუგო

თურქულ შეკრებაზე დინამოელებმა მეორე ამხანაგური მატჩი გამართეს, რომელშიც ბულგარეთის უმაღლესი ლიგის მეოთხეადგილოსან პლოვდივის ლოკომოტივს 2-0 აჯობეს.

 

დინამოელებმა მატჩის პირველივე წუთებიდან დაამყარეს ბურთზე კონტროლი, რაც შეიძლება ითქვას, რომ თამაშის ბოლომდე აღარ გაუშვიათ ხელიდან. პირველ ტაიმში ძირითადი ორთაბრძოლები მოედნის ცენტრში იმართებოდა, თუმცა რამდენიმე ეპიზოდში თბილისელებს ანგარიშის გახსნაც შეეძლოთ. მეორე ნახევარში გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა უფრო უმატა შეტევებს. ტაიმის შუაში ჩვენი გუნდის ახალწვეულის - ვაგნერ გონსალვეშის აქტიურობას და დარტმას ბოლო მომენტში ხარიხა გადაეღობა. ანგარიში მატჩის 74-ე წუთზე გაიხსნა, გოლი ზუსტი დარტყმით საჯარიმოს მისადგომებიდან იმრან ულად ომარმა გაიტანა. ამის შემდეგ მეტოქესაც შეეძლო შედეგიანად თამაში, მაგრამ ბოლო ეპიზოდში გიორგი მაისურაძემ იყოჩაღა და განმუხტა სიტუაცია. შეხვედრის ბოლოს თბილისელთ მორიგი შეტევა და 2-0. ამჯერად თავი საბა ხვადაგიანმა გამოიჩინა და მატჩიც დასრულდა.

 

მომდევნო, მესამე ტესტ მატჩს ჩვენი გუნდი 22 იანვარს სერბულ ცრვენა ზვეზდასთან ჩაატარებს.

 

დინამო თბილისი 2-0 ლოკომოტივი პლოვდივი

 

დინამო: კუტალაძე (მაქაცარია 30), კობოური, ტაბიძე, ლაცაბიძე, მალი, მექვაბიშვილი, ოსეი, სხირტლაძე, კამარა, პარკაძე (ოდიშარია 30), მარუშიჩი (იობაშვილი 30)

მეორე ტაიმის სტარტზე შევიდნენ: მაქაცარია (კერესელიძე 60), კალანდაძე, ხვადაგიანი, ულად ომარი, ოსიყმაშვილი, გონსალვეში, უგრეხელიძე, მაისურაძე, სიგუა, ოდიშარია (კირკიტაძე 60), იობაშვილი (ბილენკი 60)

ლოკომოტივი: ჰორკაში, სილვა, პასკალევი, პავლოვი, ტომაშევიჩი, ზებლი, ივანოვი, ილიევი, ევანდრუ, ალექსანდროვი, სორგა

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024