• Geo
  • Eng
22.08.2013
როგორ იხსენებს პატ ჯენინგსი 40 წლის წინანდელ "დინამო"-"ტოტენჰემის" მატჩს

"ტო­ტენ­ჰემ ჰოთ­ს­პუ­რის" ვებ­გ­ვ­ე­რ­­დ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნ­და ლე­გენ­და­რუ­ლი მე­­კა­რის, პატ ჯე­ნინ­გ­სის მო­გო­ნე­ბა თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­სა" და "ტო­ტენ­ჰე­მის" 40 წლის წინანდელ მატ­ჩებ­ზე.

ჯე­ნინ­გ­სიც იმ თა­მა­შე­ბის მო­ნა­წი­ლე იყო. ფეხ­ბურთს კი თა­ვი 40 წლი­სამ და­ა­ნე­ბა, 1986 წელს. ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის ნაკ­რებ­ში მას 113 მატ­ჩი აქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე ფრაგ­მენტს ჯე­ნინ­გ­სის მო­გო­ნე­ბი­დან.

"სტუმ­რად 1:1 რომ ვი­თა­მა­შეთ, გო­ლი რალფ ქო­უთ­ს­მა გა­ი­ტა­ნა. "უაით ჰართ ლე­ინ­ზე" კი ორ-ორი გო­ლი მარ­ტინ ჩი­ვერ­ს­მა და მარ­ტინ პი­ტერ­ს­მა შე­აგ­დეს, ერ­თიც - კრის მაკ­გ­რატ­მა...

...რალფ ქო­უთ­ს­მა მა­შინ ჟურ­ნა­ლის­ტებს უთხ­რა, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ეს სა­უ­კე­თე­სო გო­ლი იყოო. რალ­ფ­მა მარ­თ­ლაც ფან­ტას­ტი­კუ­რი გო­ლი შე­აგ­დო, სა­ჯა­რი­მო მო­ედ­ნის ხა­ზი­დან და­არ­ტყა. იმ სა­ღა­მოს ის შე­უ­ჩე­რე­ბე­ლი იყო, სა­პა­სუ­ხო შეხ­ვედ­რა­ში კი ჩა­წო­დე­ბას ჩა­წო­დე­ბა­ზე აკე­თებ­და...

...კარ­გად მახ­სოვს ის სტა­დი­ო­ნი და მო­ე­და­ნი, სა­დაც ვი­თა­მა­შეთ, მაგ­რამ ეს უკ­ვე წარ­სუ­ლია. ისიც მახ­სოვს, წი­ნა დღეს რომ ვი­ვარ­ჯი­შეთ სტა­დი­ონ­ზე. იქ თა­მა­ში და იქა­უ­რი სი­ტუ­ა­ცია ახა­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ჩვენ­თ­ვის.

მსგავს რა­ღა­ცას შეჩ­ვე­უ­ლი ვი­ყა­ვი, რო­ცა ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლა­ნი­ის ნაკ­რებ­ში ვთა­მა­შობ­დი და ალ­ბა­ნე­თის მსგავს ად­გი­ლებ­ში გვი­წევ­და გას­ვ­ლა.

საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში მგზავ­რო­ბა არ იყო ად­ვი­ლი. "დი­ნა­მოს­თან" მატ­ჩის­თ­ვის ჯერ მოს­კოვ­ში ჩავ­ფ­რინ­დით, რად­გან პირ­და­პი­რი რე­ი­სი არ არ­სე­ბობ­და.

ყო­ველ­თ­ვის მძი­მე იყო თა­მა­ში ასეთ მე­ტო­ქეს­თან, არ იცო­დი, თუ რა წი­ნა­აღ­მ­დე­გო­ბას წა­აწყ­დე­ბო­დი".


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

22.08.2013

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2022