• Geo
  • Eng
19.05.2016
რომან ფიფია: ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის ყველა თანამშრომელს

თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ბოლნისის "სიონთან" (1:0) საქართველოს თასის ფინალში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ძვირფასო გულშემატკივრებო! მსურს გულითადად მოგილოცოთ "დინამო" თბილისის წარმატება განვლილ საფეხბურთო სეზონში.

კლუბმა ღირსეულად შეასრულა შიდა არენაზე დასახული მიზნები - მოიპოვა რა ქვეყნის ჩემპიონის და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელის ტიტულები.

ვულოცავ ჩემს ფეხბურთელებს, მწვრთნელებს და კლუბის ყველა თანამშრომელს.

მჯერა, რომ ქართულ საფეხბურთო ოჯახში მოსალოდნელი სასიკეთო ცვლილებები აუცილებლად აისახება "დინამოს" წინსვლასა და განვითარებაზე.

ძლიერი "დინამო" კი ყოველთვის იყო ძლიერი ქართული ფეხბურთის საწინდარი", - განაცხადა ფიფიამ.

 

http://www.sportall.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/thasi/91962-roman-fifia-vulocav-chems-fekhburthelebs-mtsvrthnelebs-da-klubis-yvela-thanamshromels.html

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024