"ტოტენჰემ ჰოთსპურის" ვებგვერდზე გამოქვეყნდა ლეგენდარული მეკარის, პატ ჯენინგსის მოგონება თბილისის "დინამოსა" და "ტოტენჰემის" 40 წლის წინანდელ მატჩებზე.
ჯენინგსიც იმ თამაშების მონაწილე იყო. ფეხბურთს კი თავი 40 წლისამ დაანება, 1986 წელს. ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებში მას 113 მატჩი აქვს ჩატარებული.
გთავაზობთ რამდენიმე ფრაგმენტს ჯენინგსის მოგონებიდან.
"სტუმრად 1:1 რომ ვითამაშეთ, გოლი რალფ ქოუთსმა გაიტანა. "უაით ჰართ ლეინზე" კი ორ-ორი გოლი მარტინ ჩივერსმა და მარტინ პიტერსმა შეაგდეს, ერთიც - კრის მაკგრატმა...
...რალფ ქოუთსმა მაშინ ჟურნალისტებს უთხრა, ჩემს ცხოვრებაში ეს საუკეთესო გოლი იყოო. რალფმა მართლაც ფანტასტიკური გოლი შეაგდო, საჯარიმო მოედნის ხაზიდან დაარტყა. იმ საღამოს ის შეუჩერებელი იყო, საპასუხო შეხვედრაში კი ჩაწოდებას ჩაწოდებაზე აკეთებდა...
...კარგად მახსოვს ის სტადიონი და მოედანი, სადაც ვითამაშეთ, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ისიც მახსოვს, წინა დღეს რომ ვივარჯიშეთ სტადიონზე. იქ თამაში და იქაური სიტუაცია ახალი გამოცდილება იყო ჩვენთვის.
მსგავს რაღაცას შეჩვეული ვიყავი, როცა ჩრდილოეთ ირლანიის ნაკრებში ვთამაშობდი და ალბანეთის მსგავს ადგილებში გვიწევდა გასვლა.
საბჭოთა კავშირში მგზავრობა არ იყო ადვილი. "დინამოსთან" მატჩისთვის ჯერ მოსკოვში ჩავფრინდით, რადგან პირდაპირი რეისი არ არსებობდა.
ყოველთვის მძიმე იყო თამაში ასეთ მეტოქესთან, არ იცოდი, თუ რა წინააღმდეგობას წააწყდებოდი".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
22.08.2013