თბილისის “დინამომ” ისევ დიდი ანგარიშით მოუგო პირველლიგელ ხობის “კოლხეთს” და მოვლენათა სხვაგვარ განვითარებას ალბათ, არც არავინ ელოდა. დინამოელებმა პირველივე რაუნდში მოათავეს ყველაფერი და საპასუხო შეხვედრაში რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს მისცეს თამაშის საშუალება, რომლებიც ძირითად გუნდს გაშინაურებულნი არ არიან. მაგალითად, თავისი სადებიუტო მატჩი ჩაატარა ექს-ქუთაისელმა მეკარემ ომარ მიგინეიშვილმა და კარი მშრალად შეინახა. ძირითადში იყვნენ ორი გიორგი - გველესიანი და მიქაბერიძე. ორივემ თითო გოლი გაიტანა. არ იყვნენ ლორია, კვირკველია, მერებაშვილი და ჩისკო. აიწყვიტა კოტდივუარელმა პატრიკ ვუომ. მან 3 გოლი გაიტანა და “დინამოს” მაისურით პირველი ჰეთ-თრიქი მიითვალა.
ჯამში კი, თასის მერვედფინალში დინამოელებმა ხობელებს 15 ბურთი გაუტანეს.
საქართველოს თასის საპასუხო მერვედფინალური მატჩი
დინამო (თბილისი) – კოლხეთი (ხობი) 6:0 (3:0)
პირველი მატჩი – 9:0
30 ოქტომბერი. თბილისი. “დინამო არენა.”
დინამო (თბ): მიგინეიშვილი, ხურცილავა, გლიშიჩი, პაპავა, ძარია (ლექვთაძე 46), შაშიაშვილი, გველესიანი, მიქაბერიძე, გრიგალაშვილი (ხმალაძე 64), დვალი (გოგა 65), ვუო
მწვრთნელი: დუშან უჰრინი
კოლხეთი (ხბ): გელაშვილი, ფიფია, ბუცხრიკიძე (გაბრავა 60), გიორგი გოგენია (ლევან გოგენია 66), ცობეხია (ფირცხალავა 74), კოტე გოგენია, ბუკია, პაჭკორია, მეფიშვილი, ქაშიბაძე, გერგაია
მწვრთნელი: ლევან ნოდია
გოლები: 1:0 გველესიანი (15), 2:0 მიქაბერიძე (32), 3:0, 4:0, 5:0 ვუო (42, 52, 82), 6:0 გოგა (90)
გაფრთხილება: გოგა (68)
მსაჯი: გ. ყრუაშვილი
WORLDSPORT.GE