მაშ ასე, 25-ე ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრე გასრულდა. 11 ტურს თითქმის სამი თვე დასჭირდა და გუნდებიც ცხრილში მეტ-ნაკლებად ისე დალაგდნენ, როგორც შეეფერებათ.
ახალი და სასიამოვნო, ალბათ ბევრი არაფერი მომხდრა. თვალშისაცემია მწვრთნელების ხშირი ცვლა. შარშან ასე არ იყო. 12-გუნდიან ჩემპიონატში ნახევარს დამრიგებელი გამოეცვალა, რაც, დაგვეთანხმებით, ასეთ მოკლე მონაკვეთში ძალიან ბევრია. “დილაში” გიორგი დევდარიანი ჯერჯერობით მეკარეების მწვრთნელმა რამაზ სოღოლაშვილმა შეცვალა, “მერანში”: მალხაზ ჟვანია - კახა ჩხეტიანმა, “სიონში”: გიორგი კიკნაძე - გიორგი ლოლაძემ, “სპარტაკში”: ვლადიმერ ხაჩიძე – კახა კაჭარავამ, “ზესტაფონში” სერბი რატკო დოსტანიჩი – გია გეგუჩაძემ, ხოლო “ზუგდიდიდან” კლიმენტი წიტაიშვილი აპირებს წასვლას. სპეციალისტები ხშირად იმეორებენ ხოლმე: ნორმალური გუნდის შექმნას 2 წელიწადი მაინც სჭირდებაო. ჩვენთან კი, ლამის 2 თვესაც არ აცდიან მუშაობას. ცხადია, ამ მცირე დროში მწვრთნელი თავის ჩანაფიქრს ვერ განახორციელებს, შემდეგ მოდის სხვა, შეიძლება ძალიან კარგიც, მაგრამ მას განსხვავებული ხედვა და ფილოსოფია აქვს, რომელსაც ფეხბურთელები თავიდან უნდა შეეგუონ. მერე ესეც იცვლება და ამასობაში ჩემპიონატი ისე მთავრდება გუნდი არ არსებობს. ცხდია, ყველა გადადგომას თუ განთავისუფლრებას თავისი სუბიექტურ-ობიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ იშვიათი გამონაკლისების გარდა, საქმეს რომ არ უხდება, ეს ფაქტია. მაგალითად წლევანდელი ქართული ევროკამპანიის ნათელი წერტილი გორის “დილა” მოვიყვანოთ. მოკლე დროში გიორგი დევდარიანმა ძალიან სიმპათიური გუნდი ჩამოაყალიბა. მათ ლამაზად გაიარეს დანიური “ოლბორგისა” და ხორვატული “ჰაიდუკის” ბარიერი, მერე ავსტრიულ “რაპიდთან” წააგეს და ყველაფერი აირია. ეს შინაურ ჩემპიონატში გამოსვლასაც დაეტყო, თუმცა აქ მარტო წამყვანი ფეხბურთელების (გიორგი ილურიძისა და ლაშა გვალიას - რედ) სხვა კლუბებში წასვლა არ იყო მთავარი მიზეზი. დევდარიანი წესიერი კაცია და წესიერადაც თქვა მერე “მსოფლიო სპორტთან”: “დეკემბრის ბოლომდე აზრადაც არ მქონია წამოსვლა, უბრალოდ იქ ბევრი ხელმძღვანელია და სილაგაძის გარდა ყველასგან მესმოდა, რომ უკმაყოფილოები იყვნენ. იმ ადამიანებს, რომლებიც დითირამბებს მიძღვნიდნენ ზაფხულში, უკვე აღარ ვჭირდებოდი. ევროპის ლიგაზე და “დინამოსთან” თუ კარგად ვწვრთნიდი გუნდს, მერე უცებ გავხდი ცუდი? ერთს ვიტყვი: ძალიან ცუდი სიტუაციაა სხვა ქართულ კლუბებში, ფაქტობრივად არ ჩანს სამუშაო გეგმა”.
მეორე და ალბათ მთავარი პრობლემა კი მაინც თბილისის “დინამოს” უდიდესი უპირატესობაა დანარჩენებთან. სტატიასაც იმიტომ დავარქვით ასე, რომ ცალკეა “დინამო” და ცალკე – სხვები. თბილისელთა პრეზიდენტ რომან ფიფიას ბევრჯერ უთქვამს, რომ ბედნიერი იქნებოდა, თუ “დინამოს” ერთი-ორი სერიოზული მოწინააღმდეგე ეყოლებოდა. ეს შინაურ ჩემპიონატში კონკურენციასაც გაზრდიდა და ევროპაში გასვლისასაც “სტიაუების” და “ტოტენჰემების” პრეცედენტებს შეამცირებდა. ასეა, “იქ” სულ სხვა კლასი და სისწრაფეებია, რომელსაც ჩვენ ძალიან ჩამოვრჩით. ფიფია პრობლემის არსს საკუთარ წიაღში ჩაუღრმავდა. ჯერ გენერალური დირექტორი სანდრო შახოვი გაათავისუფლა, შემდეგ კი სპორტული - ბუბა ტყავაძე. ცხადია, მენეჯმენტში და სელექციაში პრობლემები იყო, რომელიც ფიფიამ მშვენივრად დაინახა. თანდათან “დინამომ” თამაში დაალაგა და პირველი წრის მიწურულს საერთოდ უკონკურენციო გახდა. 2 სექტემბერს “გურიასთან” მარცხის შემდეგ დინამოელებმა ზედიზედ 7 მატჩი მოიგეს, თანაც როგორი ანგარიშები იყო – 6:1, 4:1, 3:0…ბოლო ტურში რუსთავში “მეტალურგთან” ფრედ რომ არ ეთამაშათ, შარშანდელ მაჩვენებელს გააუმჯობესებდნენ (წინა სეზონის მიწურულსაც დინამოელებმა ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგეს). საინტერესოა, რომ დუშან უჰრინის შეგირდებმა პირველ წრეში ყველა საშინაო შეხვედრაში გაიმარჯვეს. ალბათ თუ რაიმე მოულოდნელობა არ მოხდა, “დინამო” წლეულსაც ჩემპიონი გახდება. მისი შემჩერებელი არავინ ჩანს. “დილა” ის აღარაა, რაც შარშან იყო, ქუთაისში ძალიან კარგი გუნდი ყალიბდება, მაგრამ გამოუცდელი ბიჭები არიან და ჯერჯერობით პირველობას, ალბათ ვერ შესწვდებიან. სხვები? სხვებს საკუთარი ლოკალური პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი. სწორედ ამ უკონკურენტობას ვგულისხმობთ. სეზონის დამთავრებადე ჯერ შორია, მაგრამ გამარჯვებულის ვინაობა ფაქტობრივად, გარკვეულია. ცხადია, ფეხბურთი თამაშია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ რეალობა (და არცთუ ნათელი) ასეთია.
XI ტური. 3-4 ნოემბერი: სპარტაკი - ვიტ ჯორჯია 3:1, მეტალურგი – დინამო 0:0, დილა – მერანი 3:0, გურია – ზუგდიდი 1:0, ზესტაფონი – სიონი 0:0, ტორპედო – ჩიხურა 1:2
1. |
დინამო (თბ) |
11 |
8 |
2 |
1 |
27:9 |
26 |
|
2. |
ჩიხურა |
11 |
7 |
1 |
3 |
25:19 |
22 |
|
3. |
ტორპედო |
11 |
5 |
4 |
2 |
16:19 |
19 |
|
4. |
გურია |
11 |
6 |
0 |
5 |
11:14 |
18 |
|
5. |
დილა |
11 |
5 |
3 |
3 |
16:11 |
18 |
|
6. |
მეტალურგი |
11 |
5 |
3 |
3 |
16:15 |
18 |
|
7. |
ზესტაფონი |
11 |
4 |
3 |
4 |
12:8 |
15 |
|
8. |
მერანი |
11 |
4 |
0 |
7 |
15:17 |
12 |
|
9. |
ვიტ ჯორჯია |
11 |
3 |
3 |
5 |
12:25 |
12 |
|
10. |
სიონი |
11 |
2 |
4 |
5 |
11:15 |
10 |
|
11. |
სპარტაკი |
11 |
2 |
1 |
8 |
8:16 |
7 |
|
12. |
ზუგდიდი |
11 |
1 |
4 |
6 |
5:16 |
7 |
|
XII ტური. 9 ნოემბერი. შაბათი: გურია –ვიტ ჯორჯია, დილა – სიონი, მეტალურგი – ტორპედო, სპარტაკი – მერანი
10 ნოემბერი. კვირა: ჩიხურა – ზუგდიდი, ზესტაფონი - დინამო
მეგოლეები:
9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)
8 – დიმიტრი ტატანაშვილი (2 პენ, “ჩიხურა”)
6 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (ორივე -“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (ორივე -“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (ორივე – “ვიტ ჯორჯია”), გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ვილი ისიანი (“გურია”),
3 – ლადო ახალაია (“სიონი”), გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), შოთა ბაბუნაშვილი (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (ორივე - “მეტალურგი”), საბა ლომია (“ზესტაფონი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ჯამბულ ჯიღაური, გიორგი გაბედავა (ორივე - “ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
სსს-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა