თბილისის "დინამოს" ახალი მწვრთნელი მიხალ ბილეკი რამდენიმე დღეში შეუდგება მუშაობას. მანამდე კი ჩეხურ Idnes-თან საუბარში განაცხადა, რომ "დინამოს" ბაზა ძალიან მოეწონა.
ბილეკი: "გასულ კვირაში ვიყავი თბილისში, რათა ადგილზე დამეთვალიერებინა ყველაფერი. დიდი შთაბეჭდილება დატოვა კლუბის სავარჯიშო ცენტრმა. მოხარული ვარ, რომ "დინამოში" ვიწყებ მუშაობას".
49 წლის სპეციალისტმა თანაშემწეც აირჩია - 36 წლის ჩეხი მარსელ ლიჩკა, რომელიც ნახევარმცველი გახლდათ და 4 წლის წინ დაასრულა კარიერა. ის ჩეხეთის 21-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. ლიჩკა ერთ-ერთი ჩეხური კლუბის, "კუნიცეს" მწვრთნელი გახლდათ, სადაც ახალგაზრდებთან მუშაობდა. მამამისი კი კარელ ბრიუკნერის თანაშემწე გახლდათ ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში, რომელიც ევრო-2004-ის ნახევარფინალში გავიდა.
worldsport.ge 3.06.2014
http://worldsport.ge/ge/page/bileki-moxarulia-da-tanashemwec-airchia