• Geo
  • Eng
04.06.2014
"სტიაუას" ახალი მწვრთნელი: "განუთესავებიდან ყველაზე ძლიერი თბილისის "დინამო" ჩანს"

როგორც იცით, ევროტურნირების წილისყრა 23 ივნისს გაიმართება ნიონში და ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" განუთესავი იქნება. 17 სავარაუდო მეტოქეს შორს, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბუქარესტის "სტიაუაა", რომელსაც დინამოელები შარშან III ეტაპზე შეხვდნენ.

"სტიაუას" ახალი მწვრთნელი ჰყავს კონსტანტინ გილკას სახით. ის თავად თამაშობდა "სტიაუასა" და რუმინეთის ნაკრებში. გილკამ ლაურენციუ რეგეკამპფი შეცვალა, რომელიც არაბულ "ალ-ჰილალში" დაინიშნა.

აი, რა თქვა გილკამ:

"მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი ის ზღუდეა, რომელიც აუცილებლად უნდა გადავლახოთ და თუ სხვაგვარად მოხდა, ეს სრული ფიასკო იქნება. ჩვენი მიზანი კვლავაც ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში მოხვედრა იქნება. მეორე ეტაპზე სავარაუდო მეტოქეებიდან ყველაზე ძლიერი თბილისის "დინამო" ჩანს. გუნდებს რომ გადავხედე, "დინამო" მათ შორის ყველაზე სახელიანია".   

აი, მიხალ ბილეკის გუნდის სავარაუდო მეტოქეები II საკვალიფიკაციო ეტაპზე: რუმინეთის "სტიაუა", შოტლანდიის "სელტიკი", ბელორუსის ბატე, ჩეხეთის "სპარტა", ხორვატიის "დინამო", ბულგარეთის "ლუდოგორეცი", ისრაელის "მაქაბი" (თელ-ავივი), მოლდოვის "შერიფი", სლოვენიის "მარიბორი", პოლონეთის "ლეგია", სერბეთის "ცრვენა ზვეზდა", სლოვაკეთის "სლოვანი", ყაზახეთის "აქტობე", ლატვიის "ვენტსპილსი", აზერბაიჯანის "ყარაბაღი", ფინეთის ჰიკ-ი და უნგრეთის "დებრეცენი".

 

worldsport.ge     3.06.2014

http://worldsport.ge/ge/page/stiauas-axali-mwvrtneli-ganutesavebidan-yvelaze-dzlieri-tbilisis-dinamo-chans

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024