• Geo
  • Eng
02.04.2015
ჭანტურია გერმანიაში გაფრინდა

თბილისის დინამოს კაპიტანი ნიკა ჭანტურია გუშინ გერმანიის ქალაქ შტუტგარტში გაფრინდა, სადაც მუხლის ოპერაციას გაიკეთებს. ვიმედოვნებთ, რომ ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და ნიკა, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება მოედანს, თუმცა, ცხადია, მიმდინარე სეზონში დინამოს ჩემპიონობისთვის ბრძოლა კაპიტნის გარეშე მოუწევს.

შეგახსენებთ, ჭანტურია 5 მარტს ზესტაფონთან (დინამომ 3:2 მოიგო) შეხვედრაში დაშავდა. არადა 20 წლის მცველი მართლაც მშვენიერ ფორმაში იყო და კარგ სეზონს ატარებდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატს დინამოში მოსვლამდე ქუთაისის ტორპედოს და თბილისის ლოკომოტივის ღირსება დაუცავს, გარკვეული პერიოდი კი არსენ ვენგერის მეთვალყურეობის ქვეშ ლონდონის არსენალის პირველ გუნდში ვარჯიშობდა. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებთან ერთად კი 2009 წელს ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალი აქვს ნათამაშები.

 

პაატა ძნელაძე 2.04.15

http://www.gff.ge/ka/News/Details/919

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024