მთავარი / მედია / პრესა დინამოზე 1 2 3 4 5 6 7 8 9 ... 33 Next 21 თებერვალი2021 ჩაკვეტაძის, კვარაცხელიას, კიტეიშვილის... და სხვა ტალანტების აღზრდაში დინამოს აკადემიას მიუძღვის ლომის წილი!.. რომან ფიფია ამჯერად მხოლოდ აკადემიაზე... თბილისის "დინამოს" აკადემია უკვე წლებია, წარმატებით მუშაობს. ამ აკადემიაში აღზრდილი ფეხბურთელები საქართველოს ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებების ბირთვს წარმოადგენენ 8 ოქტომბერი2020 დავით სხირტლაძე: როცა თბილისის დინამოს მიზნებზეა ლაპარაკი, ჩემპიონობის გარდა, სხვა რაზე უნდა ილაპარაკო?!. 27 წლის ფორვარდი დავით სხირტლაძე თბილისის "დინამოში" რომ ითამაშებს, "ლელოს" მკითხველმა უკვე იცის. სხირტლაძეს კარიერის დიდი ნაწილი დანიურ "ორჰუსში" აქვს გატარებული. იქვე თამაშობდა "სილკებორგში", მერე ტრნავის (სლოვაკეთი) "სპარტაკში", ლატვიურ "რიგასა" და პოლონურ "არკაში". ასევე უასპარეზია საქართველოს ყველა ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებში. 7 სექტემბერი2020 ჩისკო მუნიოსი: ჩემი საფიქრალი არ არის წარსული, აქ მოვედი იმისთვის, რომ ავაშენოთ მომავალი! დიდი ხანი არ არის, რაც თბილისის "დინამო" ესპანელმა ჩისკო მუნიოსმა ჩაიბარა. ის აქ შინაური კაცია. ჯერ ფეხბურთელობის დროს იყო გუნდის ლიდერი და მთავარი მეგოლე, მერე კი კარგი მწვრთნელიც გამოდგა - გუნდს საქართველოს ჩემპიონობა მოაპოვებინა!.. 26 აგვისტო2020 რომან ფიფია: ფეხბურთელებს ესმით, რომ ის წყენა, რაც მარცხით მიაყენეს გულშემატკივარს, მათივე გამოსასყიდია!.. ქართველ გულშემატკივარს ძალიან აღელვებს თბილისის "დინამოში" განვითარებული მოვლენები. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანურ "ტირანასთან" დამარცხდა და ევროპალიგაზე გადაინაცვლა. 19 მაისი2020 მიხეილ ჯიშკარიანი: გაგრის «დინამოდან» თბილისის და კიევის «დინამოში» ფეხბურთის გულშემატკივრების და სპეციალისტების მეხსიერებაში მიხეილ ჯიშკარიანი დარჩა როგორც ტექნიკური და გამორჩეული ფორვარდი, რომელიც სიამოვნებას ანიჭებდა თავისი გუნდის ქომაგებს