27 სექტემბერს, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალთან იმყოფებოდნენ. მათ პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს.
დღეს, სოხუმის დაცემიდან 24 წელი შესრულდა.
"დინამოს" ფეისბუქის გვერდზე კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას სიტყვები გამოქვეყნდა:
"ქართველ ერს ვულოცავ ჯვართამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს. ამასთანავე დღევანდელი დღე ძალიან სევდიანია ჩვენი ხალხისთვის, 24 წლის წინ, 27 სექტემბერს, საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მტკივნეული ფურცელი ჩაიწერა. სოხუმის დაცემა განსაკუთრებით მძიმე გამოდგა იმ მხარის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც თავისი მიწა-წყლის იძულებით დატოვება მოუხდათ.
მეც როგორც აფხაზეთის შვილს, ისევე როგორც ყველა ქართველს, ერთი წუთითაც არ მინელდება ეს ტკივილი.
"დინამოს" მთელი კოლექტივისთვის უმთავრესი გამარჯვება ჩვენს დაკარგულ მხარეებში დაბრუნება იქნება. მჯერა, ჩვენი კლუბი აუცილებლად ითამაშებს სოხუმში. დიდება საქართველოს მთლიანობისთვის დაღუპულ გმირებს!"
მომზადებულია დინამო თბილისის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის მიხედვით
https://www.sportall.ge/fekhburthi/fekhburthii/skhvadaskhva/109841-thbilisis-qdinamosq-fekhburthelebma-daghupul-gmirebs-pativi-miages-video.html
27.09.17