• Geo
  • Eng
03.01.2023
მოგზაურობა ნეაპოლისთვის საოცნებო ფენომენის სათავეებთან

ერთ-ერთმა წამყვანმა იტალიურმა გაზეთ La Repubblica- რეპორტაჟი მოამზადანაპოლისქართველ გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიაზე. იტალიური გაზეთის ჟურნალისტი - კოზიმო ჩიტო თბილისში ესაუბრა იმ ხალხს, ვინც უშუალოდ აკვირდებოდა ქართველი ფეხბურთელის ზრდას დინამოს აკადემიიდან დინამოს პირველ გუნდამდე.

 

კვარას ფესვები: მოგზაურობა ნეაპოლისთვის საოცნებო ფენომენის სათავეებთან

 

“ახლა მას [ხვიჩა კვარაცხელიას] ყველა იცნობს”, - ამბობს დინამოს თბილისის პრეზიდენტი რომან ფიფია. “კვარა “დინამოს” აკადემიაში 2012 წელს, მისი დაარსების წელს მოვიდა: აკადემიის გახსნას კრიშტიანუ რონალდუც დაესწრო. იმ დროს ხვიჩა “ავაზაში” ვარჯიშობდა, რომელსაც მამამისი წვრთნიდა. მისი პროგრესი 2016 წელს დაიწყო, როდესაც გვინდოდა, რომ აკადემიაში მოსულიყო და აქ ეცხოვრა. ეს იყო გამონაკლისი, რადგან აკადემიის საცხოვრებელში მხოლოდ ის ბავშვები ცხოვრობენ, რომლებიც რეგიონებიდან ჩამოდიან. თუმცა, შევამჩნიეთ, რომ ამ პატარა ბიჭს მეტი ყურადღება სჭირდებოდა. კვარა შესანიშნავი იყო დრიბლინგში, მაგრამ ასევე ძალიან ძლიერი იყო ფიზიკურად. ეს ჩვენი აკადემიის დამსახურებაა: კარგი ვარჯიში, კარგი კვება, კარგი გარემო. 16 წლის ასაკში მან პირველი გოლი გაიტანა ძირითადი გუნდის შემადგენლობაში ქობულეთის “შუქურას” წინააღმდეგ თამაშში. როგორც წესი, ფსიქოლოგიური ნახტომთან გვაქვს საქმე, როდესაც ისეთ დიდ გუნდში იწყებ თამაშს, როგორიც “დინამოა”. როდესაც ბავშვი ამ ბარიერს გადალახავს, ​​თავისუფლად შეუძლია თამაში. მსურს ნეაპოლში გამგზავრება და “ნაპოლის” პრეზიდენტ დე ლაურენტისთან შეხვედრა. მათთან პარტნიორობის დამყარება მსურს. სერია A-ში ჩვენი აკადემიის მიერ აღზრდილი კიდევ ერთი ფეხბურთელია - ლუკა ლოჩოშვილი. ჩვენ ის გავზარდეთ, ახლა კი “კრემონეზეშია”. ჩვენ ვიცით როგორ მოვეპყროთ ტალანტებს. აღტაცებულნი ვართ”, - აღნიშნა თბილისის დინამოს პრეზიდენტმა.

 

“დინამოს” აკადემიაში დღეს 800-მდე ბავშვია მთელი საქართველოდან. “დინამოს” აკადემიაში კვარას პირველი მწვრთნელი ლადო კაკაშვილი იყო.

 

 

“სულ დრიბლინგზე ფიქრობდა. მისთვის ეს პატარა აკვიატება იყო. ჩვენ მას [დრიბლინგს] არასდროს ვუშლიდით. არასდროს შეგვიზღუდავს ის რაღაც ერთი როლით. 13 წლის ასაკში ის ასევე თამაშობდა მარჯვენა მცველის პოზიციაზე. გვინდოდა მცველების მოძრაობები შეესწავლა. “ნაპოლის” ყველა თამაშს თვალს ვადევნებ და კვარა ის ბიჭია, რომელიც ჩვენ გავზარდეთ”, - ამბობს ლადო კაკაშვილი.

 

“აქ აკადემიაში, ჩვენ ვინახავთ 2013 წელს თურქეთში მოგებულ ლუკოილის თასს. კვარასთან ერთად მოგებული პირველი ტურნირის თასს. შემიძლია ვთქვა ერთი რამ: ასეთი ტალანტი 50 წელიწადში ერთხელ იბადება. თუმცა, მისი უმცროსი ძმა, თორნიკე, ასევე შესანიშნავია. მასაც გამოუვა ყველაფერი”, - განაცხადა “დინამოს” სკაუტმა, თემურ უგრეხელიძემ. 

 

ანდრეს კარასკო [დინამოს აკადემიის მთავარი მწვრთნელი] ამბობს: “კვარა ძალიან ქართველია, ის არ ნერვიულობს, როდესაც საქმე კარგად არ მიდის. ის არ ფიქრობს შეცდომის შედეგებზე. ცოტა ანარქიულია და ცოტა ხელოვანიც”.

 

თარგმანი: კახა დგებუაძე

 

სრული სტატია იხილეთ აქ




 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024