• Geo
  • Eng
ამხანაგური მატჩები 2012–2013 26.01.2013
დინამო თბილისი
0:2
ვორსკლა პოლტავა
მატჩის სტატისტიკა
0 კარში დარტყმები 2
0 კარს მიღმა დარტყმები 0
0 კუთხურები 0
0 თამაშგარე 0
0 დარღვევები 0
0 ყვითელი ბარათები 0
0 წითელი ბარათები 0
დრო  
90
მატჩი დასრულდა
89
გოლის ავტორია - აჰმედ იანუზი. ანგარიში გახდა 0:2. უკრაინელებმა სრწაფი კონტრშეტევა განახორციელეს, რომელიც სამწუხაროდ გოლით დასრულდა
80
დინამოელებმა კვლავ ხელთ იგდეს ინიციატივა და ვორსკლას კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს. შინდაგორიძემ მარჯვენა ფლანგიდან დაბალი გადაცემა გაუკეთა ტატანაშვილს, რომელსაც მეკარემ აჯობა. შემდეგ თავად შინდაგორიძეს შეეძლო გატანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან კარში დარტყმა დააგვიანა. ჯერ–ჯერობით ანგარიში უცვლელია – 0:1
60
ბოლოს კი ვორსკლამ ჩვენს კართან ორი კუთხური მოაწოდა.
55
მეორე ნახევრის საწყის წუთებში დინამოელებს ორჯერ შეეძლოთ ანგარიშის გათანაბრება. მეორე ტაიმის სტარტზე დიასამიძე წააქციეს საჯარიმოს მისადგომებთან. პაპავას შესრულებული სტანდარტი სახიფათო გამოდგა, ბურთი მცირე მანძილით სცდება კარს. პაპავას საგოლე მომენტი კიდევ შეექმნა, როდესაც ფაქტობრივად ერთი–ერთზე დარჩა მეკარესთან, მაგრამ უკრაინელთა კიპერმა კარგად ითამაშა
46
მატჩი განახლდა
45
მეორე ნახევარში დინამოელთა შემადგენლობა ასეთი იქნება: ზარქუა, მენდი, გველესიანი, ხიზანეიშვილი, მილხრაუმი, ძარია, პაპავა, ტვილდიანი, დიასამიძე, ტატანაშვილი, შინდაგორიძე
45
ტაიმის ბოლო წუთები დინამოელთა კარნახით მიმდინარეობდა. დინამოელებმა რამდენჯერმე მოახერხეს საჯარიმოში შეღწევა და ნახევარმომენტი შექმნეს. ყველაზე რეალური შესაძლებლობა ისევ ჯაბა დვალს ჰქონდა, რომელიც ფაქტობრივად ერთი–ერთზე გავიდა მეკარესთან. პირველი ნახევარი 0:1 დავთმეთ
45
პირველი ნახევარი დასრულდა
35
დინამოელებმა რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს. მერებაშვილის გადაცემის შემდეგ დვალის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. გაფრთხილებული იქნა უკრაინელი ფეხბურთელი. დვალის კიდევ ერთი სახიფათო დარტყმის შემდეგ უკრაინელებმა ბურთი კუთხურზე გადააგდეს
29
გოლის ავტორია - არტიომ გრომოვი. ანგარიში გახდა 0:1
20
დროის განვლილ მონაკვეთში უკრაინელებმა უშედეგო კუთხური მოაწოდეს და შორი დისტანციიდან არაზუსტად დაარტყეს, თუმცა სათამაშო უპირატესობას კვლავ ისინი ინარჩუნებენ.
10
შეხვედრა ძლიერ ქარში მიმდინარეობს. პირველ ათ წუთში გუნდებმა კუთხურები გაცვალეს. უკრაინელთა დარტყმა ლორიამ მოიგერია, ხოჭოლავას კი ვორსკლას მეკარემ აუღო. პირველ წუთებში ტერიტორიულ უპირატესობას პოლტავას გუნდი ფლობს.
1
ტაიმი დაიწყო
ძირითადი შემადგენლობა
გიორგი ლორია ალექსეი კაზაკოვი
დავით ხოჭოლავა არმენდ დალკუ
დარკო გლიშიჩი ვლადიმირ ჩესნაკოვი
ლევან ხმალაძე ევგენი ბუდნიკი
გივი კვარაცხელია არტიომ გრომოვი
გიორგი სეთურიძე ივან კრივოშენკო
კარლეს კოტო იოვან მარკოსკი
გიორგი მერებაშვილი ლაგოსი
მიკელ ალვარო ტკაჩუკი
ჯაბა დვალი პერდუტა
გიორგი შაშიაშვილი კომაროვსკი
სათადარიგო შემადგენლობა
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024