• Geo
  • Eng
ამხანაგური მატჩები 2012–2013 23.01.2013
დინამო თბილისი
0:1
შახტიორი ყარაგანდა
მატჩის სტატისტიკა
0 კარში დარტყმები 0
0 კარს მიღმა დარტყმები 0
0 კუთხურები 0
0 თამაშგარე 0
0 დარღვევები 0
0 ყვითელი ბარათები 0
0 წითელი ბარათები 0
დრო  
90
მატჩი დასრულდა
85
შახტიორის კარისკენ დანიშნულ სტანდარტს გოლი მოჰყვა, რომელიც არ ჩაითვალა. საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი ხმალაძემ მეტოქის კარში გაგზავნა, მაგრამ გვერდითმა არბიტრმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა. მოწინააღმდე გუნდის ერთ–ერთი კონტრშეტევისას შახიოტირს ფეხბურთელი ბურთს საჯარიმოში აწვდიდა, მაგრამ ჩვენი გუნდის კარის ბადეში აღმოჩნდა – 0:1
65
ბოლო წუთებში სამი ყურადსაღები ეპიზოდი შეიქმნა. რეხვიაშვილი შეიჭრა საჯარიმოში და ფაქტობრივად ერთი–ერთზე დარჩა მეკარესთან, მაგრამ კარს ზემოთ დაარტყა. ასევე ხოჭოლავა იმყოფებოდა მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში. არასასიამოვნო ეპიზოდი დინამოელთა კართანაც შეიქმნა, ჩვენს საჯარიმოში შექმნილი მცირე არეულობით შეეძლოთ ყაზახებს ესარგებლათ, მაგრამ ფორვარდის დარტყმული ბურთი ზარქუამ ნახტომში მოიგერია
50
შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე უკვე დინამოელები დომინირებენ. მეორე ნახევრის პირველივე წუთებიდან თამაში მოწინააღმდეგის მოედანზე მიმდინარეობს. დინამოს შეეძლო გატანა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან ჯიღაურის დარტყმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით ასცდა კარს
46
მეორე ნახევარში დინამოელთა შემადგენლობა ასეთია: ზარქუა, ტვილდიანი, ხიზანეიშვილი, რადოვანოვიჩი, რეხვიაშვილი, კვეკვესკირი, ხმალაძე, ჯიღაური, გლიშიჩი, ხოჭოლავა, ტატანაშვილი
46
მატჩი განახლდა
45
პირველი ნახევარი დასრულდა
45
გიორგი მერებაშვილმა მეტოქე გუნდის ორი ფეხბურთელი ჩამოიტოვა, საჯარიმოში შესულმა ჯაბა დვალს გადააწოდა ბურთი. დვალის დარტყმული შახტიორის მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, თუმცა მსაჯს თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა არ დაუნიშნავს. დინამოელთა კართან სახიფათო მომენტი კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მოჰყვა, მეტოქე გუნდის ფეხბურთელი თავით ცდილობდა კარისკენ დარტყმას, თუმცა ბურთი სამიზნეს ასცდა
30
თამაშის სცენარი არსებითად არ შეცვლილა. ძირითადი ბრძოლა კვლავ მოედნის ცენტრში მიმდინარეობს. ძლიერი ქარია და კომბინაციური ფეხბურთის თამაში ჭირს, მეტოქე ძირითად აქცენტს მაღალ გადაცემებზე აკეთებს. მატჩს ორივე გუნდი ორჯერადი ვარჯიშების შემდეგ დაღლილობის ფონზე ატარებს. ბოლო წუთებში დინამოელებმა ორი სახიფათო მომენტი შექმნეს. პირველ შემთხვევაში შინდაგორიძის დარტყმის შემდეგ ბურთი ცოტათი ასცდა კარს. მეორე ეპიზოდში კი მერებაშვილის დარტყმის მოგერიება მეკარემ აკრობატულ ნახტომში შესძლო.
15
მატჩი ორმხრივ ბრძოლაში მიმდინარეობს. ბურთი ძირითადად მოედნის ცენტრშია. პირველი თხუთმეტი წუთის შემდეგ უპირატესობას დინამოელები ფლობენ
1
ტაიმი დაიწყო
ძირითადი შემადგენლობა
გიორგი ლორია ალექსანდრ მოკინი
გიორგი გველესიანი ნიკოლა ვასილევიჩი
ირაკლი ძარია ალდინ ჯიჯიჩი
კარლეს კოტო როჯერ კანიასი
გიორგი მერებაშვილი ანდრეი ფინონჩენკო
მიკელ ალვარო სერგეი ხიჟნიჩენკო
ჯაბა დვალი ედუარდ ვიშნაკოვსი
ემანუელ მენდი ალეკსანდრ შიმჩევიჩი
ლაშა შინდაგორიძე ლი
დიეგო მალანია პეტროვიჩი
გიორგი შაშიაშვილი მაროვსკი
სათადარიგო შემადგენლობა
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021