• Geo
  • Eng
ამხანაგური მატჩები 2012–2013 09.02.2013
დინამო თბილისი
2:1
პოლონია ვარშავა
მატჩის სტატისტიკა
3 კარში დარტყმები 2
3 კარს მიღმა დარტყმები 2
2 კუთხურები 1
0 თამაშგარე 0
0 დარღვევები 0
1 ყვითელი ბარათები 3
0 წითელი ბარათები 0
დრო  
90
მატჩი დასრულდა
82
კუთხურიდან გიორგი მერებაშვილი ჩამოაწვდის. მერებაშვილის ჩაწოდება, გიორგი რეხვიაშვილი ძლიერად ურტყამს მეტოქის კარისკენ, მაგრამ არაზუსტად
80
კუთხური დინამოელთა კართან. პოლონელთა სტანდარტს ხიფათი არ მოჰყოლია.
75
ყვითელი ბარათი. მსაჯმა გიორგი მერებაშვილი გააფრთხილა
74
მოედნიდან გადის ლევან ხმალაძე, მის ნაცვლად ითამაშებს ნიკა დიასამიძე
74
მოედნიდან გადის კარლეს კოტო, მის ნაცვლად ითამაშებს ჯაბა ჯიღაური
72
მოედნიდან გადის დიმიტრი ტატანაშვილი, მის ნაცვლად ითამაშებს ლაშა შინდაგორიძე
69
გარკვეულ უპირატესობას დინამოელები ფლობენ. თამაში ძირითადად პოლონელთა საჯარიმოს მისადგომებთან მიმდინარეობს. ბოლო წუთებში დინამოელებს კარში არ დაუტყამთ.
58
დინამოელებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მოიპოვეს. სტანდარტი კოტომ შეასრულა, პოლონელთა მესამე ნომერმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. დინამო 2:1 პოლონია
56
მერებაშვილსი წინააღმდეგ უხეში თამაშის გამო მსაჯმა პოლონელი ფეხბურთელი გააფრთხილა
51
კიდევ ერთი დარტყმა დინამოელთა კარის მიმართულებით, ამჯერად ლორიას მოუხდა თამაშში ჩართვა, გიორგიმ ბურთი მოიგერია.
49
პოლონელები ჩვენი კარის მიმართულებით არაზუსტად არტყამენ
46
მატჩი განახლდა
46
მოედნიდან გადის ჩისკო, მის ნაცვლად ითამაშებს ჯაბა დვალი
46
მოედნიდან გადის დარკო გლიშიჩი, მის ნაცვლად ითამაშებს გიორგი მერებაშვილი
45
პირველი ნახევარი დასრულდა
44
მსაჯმა პოლონელი ფეხბურთელი გააფრთხილა
42
მოედნიდან გადის უსტარიცი, მის ნაცვლად ითამაშებს გიორგი შაშიაშვილი
42
მოედნიდან გადის ირაკლი ძარია, მის ნაცვლად ითამაშებს გიორგი პაპავა
40
შეჯახება მოედნის ცენტრში. ძარიას და უსტარიცს ექიმების დახმარება სჭირდებათ. ორივე თავშეხვეულია
38
კიდევ ერთი საგოლე ეპიზოდი პოლონიას კართან. ჩისკო – ტატანაშვილის კომბინაცია დიმიტრის კარში დარტყმით სრულდება, თუმცა ბურთი ამჯერადაც სცდება სამიზნეს
35
ხმალაძემ თანაგუნდელები მეტოქის საჯარიმო მოედანში კარგი გადაცემით ორჯერ შეიყვანა. მაგრამ ჯერ ჩისკომ ვერ დაარტყა ზუსტად, შემდეგ კი მილხრაუმის დარტყმული გამოდგა არაზუსტი
30
პოლონელებმა სცადეს ჩვენი კარის მიმართულებით დარტყმა, დაარტყეს კიდეც, მაგრამ არაზუსტად
29
კარლეს კოტოს დინამოელთა დაწინაურება კიდევ ერთხელ შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ამჯერადაც არაზუსტია
27
კოტოს შეეძლო გოლის გატანა, რომელიც მეტოქის საჯარიმოში ხელსაყრელ პოზიციაში მოულოდნელად აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმული არაზუსტია
22
დინამოელებმა კუთხური მოაწოდეს, რომელსაც ხიფათი არ მოჰყოლია
15
ბოლო წუთებში თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობს. სახიფათო მომენტი არცერთი გუნდის კართან არ შექმნილა. ორივე გუნდის ფეხბურთელები რამდენჯერმე აღმოჩდნენ თამაშგარე მდგომარეობაში.
10
მსაჯმა მარტინ ბარანი გააფრთხილა
9
საჯარიმოს მისადგომებთან ჩისკოს წაქცევისთვის დანიშნული სტანდარტი დინამოელებმა კარგად გამოიყენეს. ძარიამ ახლო მანძილიდან ზუსტად დაარტყა – 1:1
6
უზუსტობა დაცვაში. პოლონელები შეტევაში არიან. დარტყმა ჩვენი კარის მიმართულებით. ბურთის მოგერიებას გიორგი სეთურიძე ცდილობდა, მაგრამ ბურთი დინამოელთა კარში აღმოჩნდა. დინამო 0:1 პოლონია
1
შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა სჯის.
1
ტაიმი დაიწყო
ძირითადი შემადგენლობა
გიორგი ლორია
გიორგი რეხვიაშვილი
ირაკლი ძარია
დარკო გლიშიჩი
ლევან ხმალაძე
გიორგი სეთურიძე
კარლეს კოტო
ჩისკო
დიმიტრი ტატანაშვილი
პატრიკ მილხრაუმი
უსტარიცი
სათადარიგო შემადგენლობა
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2021