• Geo
  • Eng
28.04.2016
ფრე და გამარჯვება - ჭაბუკთა ლიგაში გორელებთან

ჭაბუკთა ლიგაში დინამოელებმა 25- ე ტურის მატჩები გამართეს. 15 და 17 წლამდე დინამოელები გორში ადგილობრივი დილას შესაბამის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდნენ.

15 წლამდელებმა ორი უპასუხო გოლით აჯობეს მასპინძლებს. გოლები ვაწაძემ და ჯიჭონაიამ გაიტანეს. ამ მოგების შემდეგ ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 64 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 85/15, გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში საბურთალოსთან ერთად პირველ ადგილს იყოფს. 17 წლამდელებმა უხვგოლიანი ფრე 3:3 ითამაშეს დილასთან. თავის გამოჩენა აღდგომელაშვილმა, ბაბუნაძემ და სეიდოვმა მოახერხეს. ამ ყაიმით დინამოს 17 წლამდელებს 25 მატჩიდან 63 ქულა დაუგროვდათ და აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 59/16, უახლოეს მდევარ ლოკომოტივს ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 10 ქულით უსწრებს.

 

დილ U15  0:2  დინამო U15

დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, გაბედავა, ჯანგიძე, დარცმელია, კვარაცხელია, იაკობიძე, მექვაბიშვილი, ჯიჭონაია, ჩიქოვანი

შეცვლაზე შევიდნენ: ბერიაშვილი, ვაწაძე, გულდედავა, ქობულაძე, შარაძე, ცანავა

 

დილ U17  3:3  დინამო U17

დინამო U17: ქავთარაძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, აღდგომელაშვილი, კალხიტაშვილი, ძოწენიძე, სილაგაძე, ბაბუნაძე, ერგემლიძე, დავითაშვილი, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, ლურსმანაშვილი, ღვინიაშვილი, ხარშილაძე, უგრეხელიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024