• Geo
  • Eng
09.04.2016
17 წლამდელებმა სიონი დაამარცხეს

დინამოს აკადემიის 17 წლამდელთა გუნდმა ჭაბუკთა ლიგაში მორიგი მატჩი გამართა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა ბოლნისის სიონი მიიღეს და ორი უპასუხო გოლით დაამარცხეს სტუმრები. გოლები ღვინიაშვილისა და ცერცვაძის ანგარიშზეა. ამ მოგებით დინამოს 17 წლამდელებს 22 მატჩიდან 56 ქულა დაუგროვდათ და აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან, გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 50/10.

 

დინამო U17  2:0  სიონი U17

 

დინამო U17: ისიანი, გაბელაია, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, კალხიტაშვილი, სილაგაძე, უგრეხელიძე, ლურსმანაშვილი, ერგემლიძე, სეიდოვი, ღვინიაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: აზმაიფარაშვილი, ძოწენიძე, თაგვაშვილი, აბულაძე, აღდგომელაშვილი, გურასაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024