• Geo
  • Eng
31.03.2016
გამარჯვება და ფრე 35- ე სკოლასთან

ჭაბუკთა ლიგაში დინამოს 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა 22- ე ტურის მატჩები ჩაატარეს. დინამოელები 35- ე სკოლას დაუპირისპირდნენ.

დინამოს 15 წლამდელებმა დაძაბული შეხვედრა გამართეს 35- ე სკოლასთან და საბოლოოდ ფრედ 1:1 დაასრულეს მატჩი. გოლი იაკობიძის ანგარიშზეა. ამ ყაიმის შემდეგ ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 55 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 73/14, გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში პირველ ადგილზე იმყოფება.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანა მასპინძლებს და სატურნირო ცხრილში  პირველი ადგილი განიმტკიცა. შეხვედრა მთლიანად დინამოელთა უპირატესობით წარიმართა, რაზეც დაფიქსირებული ანგარიშიც მეტყველებს. ორი გოლი 35- ე სკოლელთა კარში ბაბუნაძემ გაიტანა. თითო გოლით კი ერგემლიძე და დავითაშვილი გამოირჩა. ვლადიმერ კაკაშვილის ფეხბურთელებს 21 მატჩიდან 53 ქულა დაუგროვდათ და აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან, გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 48/10.

35- ე სკოლა U15  1:1  დინამო U15

დინამო U15: მამარდაშვილი, ბასარია, ბ. ხარშილაძე, შარაძე, გაბედავა, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, დარცმელია, ჯიჭონაია, იაკობიძე, ჩიქოვანი

შეცვლაზე შევიდნენ: ვაწაძე, ჯანგიძე, ქობულაძე, ბერიაშვილი

35- ე სკოლა U17  1:4  დინამო U17

დინამო U17: ისიანი, გაბელაია, ძოწენიძე, აზმაიფარაშვილი, კალხიტაშვილი, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, ლურსმანაშვილი, ერგემლიძე, დავითაშვილი, ღვინიაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, ნაჭყებია, დიდებაშვილი, სილაგაძე, უგრეხელიძე, სეიდოვი, გურასაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024