• Geo
  • Eng
27.03.2016
პირველ ადგილზე ჭაბუკთა ლიგაში

დღეს ჭაბუკთა ლიგაში დინამოს 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა 21- ე ტურის მატჩები გამართეს. ორივე შეხვედრა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევდა, რადგან ჩვენს გუნდებს მეტოქეობას საბურთალოს ასაკობრივი გუნდები უწევდნენ. დაძაბულობასა და ინტერესს ისიც აორმაგებდა, რომ 15 წლამდელთა სატურნირო ცხრილში საბურთალო ერთი ქულით უსწრებდა დინამოს, ხოლო 17 წლამდელები პირველ შეხვედრას მართავდნენ ახალი მთავარი მწვრთნელის- ვლადიმერ კაკაშვილის ხელმძღვანელობით. ორივე მატჩი საინტერესოდ, დაძაბულად და მაღალ ტემპში წარიმართა.

დინამოს 15 წლამდელებმა პრინციპული შეხვედრა თავისი უპირატესობით წარმართეს და 2:1 აჯობეს სტუმრებს. გოლები საბურთალოს კარში ხარშილაძემ და დარცმელიამ გაიტანეს. ამ გამარჯვების შემდეგ ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 54 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 72/13, გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში გადაასწრო საბურთალოს და პირველ ადგილზე გადაინაცვლა.

დინამოს 17 წლამდელებმა ფრედ 1:1 ითამაშეს საბურთალოსთან. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, თუმცა გამარჯვებული არ გამოვლინდა. გოლი საბურთალოს კარში ხარშილაძემ გაიტანა. ვლადიმერ კაკაშვილის ფეხბურთელებს 20 მატჩიდან 50 ქულა დაუგროვდათ და აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 44/9.

დინამო U15  2:1  საბურთალო U15

დინამო U15: მამარდაშვილი, იაკობიძე, გაბედავა, მექვაბიშვილი, ბ. ხარშილაძე, შარაძე, კვარაცხელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, დარცმელია, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: ვაწაძე, ჯანგიძე

დინამო U17  1:1  საბურთალო U17

დინამო U17: ბულისკერია, გაბელაია, ჭურღულაშვილი, ხარაბაძე, კალხიტაშვილი, ღვინიაშვილი, გ. ხარშილაძე, ლურსმანაშვილი, დავითაშვილი, უგრეხელიძე, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: ძოწენიძე, ცერცვაძე, სილაგაძე, გურასაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024