• Geo
  • Eng
25.03.2016
აკადემიის თორმეტწლამდელთა გუნდი ყაზახეთში გაემგზავრა

დღეს დინამო თბილისის აკადემიის 12 წლამდელთა გუნდი კახა გოგოლაძის ხელმძღვანელობით ყაზახეთის ქალაქ ალმა-ათიში გაემგზავრა. მოზარდი დინამოელები 26- დან 30 მარტის ჩათვლით საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირში (რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ყაზახი საზოგადო მოღვაწის- ნურლან კაპაროვის ხსოვნას) მიიღებენ მონაწილეობას. თბილისელები 27 მარტს დუშანბეს საფეხბურთო სკოლის გუნდს დაუპირისპირდებიან. 28 მარტს კი ჩვენი გუნდის მეტოქე შიმკენტის აკადემიის გუნდი- ონტუსტიკი იქნება. ტურნირის მეორე ჯგუფში სანკტ-პეტერბურგის ზენიტი, ტაშკენტის პახტაქორი და ალმა-ათის ჟას კირანი მონაწილეობენ. ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები 29 მარტს ნახევარფინალში შეხვდებიან ერთმანეთს, მოგებულები კი 30 მარტს ჩემპიონის თასს გაითამაშებენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024