• Geo
  • Eng
13.03.2016
ჭაბუკთა ლიგაში სრული სვლით

დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეცხრამეტე ტურის მატჩები გამართეს. დინამოელები ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე ცხინვალს დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრაში აჯობეს სტუმრებს.

დინამოს 15 წლამდელებმა შეხვედრა თავისი უპირატესობით წარმართეს და ცხინვალს ოთხი უპასუხო გოლიც გაუტანეს. გოლები სტუმართა კარში მექვაბიშვილმა, კვარაცხელიამ, არაბიძემ და ვაწაძემ შეაგდეს. ამ გამარჯვებით ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 50 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 70/12, გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში პირველ ადგილზე იმყოფება.

დინამოს 17 წლამდელებმა, რომლებმაც წინა ტურის მატჩი ასაკობრივ ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების არყოფნის გამო გამოტოვეს, 2:0 აჯობეს ცხინვალელ თანატოლებს. გოგილაშვილმა მეტოქესთან დუბლი შეასრულა. ლევან გვანცელაძის ფეხბურთელებს 18 მატჩიდან 46 ქულა დაუგროვდათ და აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 40/8.

დინამო U15  4:0  ცხინვალი U15

დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, გაბედავა, მექვაბიშვილი, ბ. ხარშილაძე, შარაძე, კვარაცხელია, ბერიაშვილი, ვაწაძე, დარცმელია, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: კარანაძე, გულდედავა, ქობულაძე, ჩეკურიშვილი, ცანავა, არაბიძე

დინამო U17  2:0  ცხინვალი U17

დინამო U17: ისიანი, კაპანაძე, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ნემსაძე, აღდგომელაშვილი, ხარშილაძე, ყურაშვილი, გოგილაშვილი, ფოჩხუა, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: ძოწენიძე, კალხიტაშვილი, ლურსმანაშვილი, ბაბუნაძე, ღვინიაშვილი, უგრეხელიძე 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024