• Geo
  • Eng
08.03.2016
15 წლამდელების გამარჯვება ლოკომოტივთან

დინამოს აკადემიის 15 წლამდელთა გუნდმა მორიგი, მე- 18 ტურის მატჩი ჩაატარა (17 წლამდელთა შეხვედრა - გადაიდო). ჩვენი გუნდის მეტოქე თბილისის ლოკომოტივი გახლდათ. სატურნირო თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანი შეხვედრა დინამოელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა. დაძაბული შეხვედრის პირველ ნახევარში მასპინძლებმა ორჯერ აიღეს ჩვენი გუნდის კარი, თუმცა ტაიმის დამთავრებამდე ჩიქოვანმა და ბაბუნაძემ სტატუს ქვოს აღდგენა მოახერხეს. მეორე ნახევარში დინამოელთა კარში პენალტი დაინიშნა, მთავარმა არბიტრმა კი მინდვრიდან ჯანგიძე გააძევა. გადამწყვეტ მომენტში თერთმეტმეტრიანი დარტყმა მამარდაშვილმა მოიგერია, ჯიჭონაიამ მესამე გოლი გაუტანა მასპინძლებს და კაცნაკლულმა დინამომ მორიგი გამარჯვება მოიპოვა. ამ წარმატებით ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 47 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 66/12, გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. დინამოელებს ორი ქულით ჩამორჩება საბურთალო, რომელიც თავის შეხვედრას 35- ე სკოლასთან ხვალ გამართავს.

ლოკომოტივი U15  2:3  დინამო U15

დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, ჯანგიძე, მექვაბიშვილი, ბ. ხარშილაძე, შარაძე, დარცმელია, ჯიჭონაია, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, ჩიქოვანი

შეცვლაზე შევიდნენ: ვაწაძე, გაბედავა, ქობულაძე, კვარაცხელია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024