• Geo
  • Eng
22.01.2016
7 დინამოელი 19 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები 24 და 26 იანვარს 2 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჭაბუკი ჯვაროსნები ბულგარელ თანატოლებს თბილისსა და გორში უმასპინძლებენ. პირველი მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 15.00 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე დაპირისპირება იმავე დროს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. გიორგი ყიფიანმა დინამო თბილისიდან ნაკრებში- ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, ვახტანგ კაპანაძე, ანდრო ნემსაძე, ნიკოლოზ ბაშალეიშვილი, ენვერ ლილუაშვილი და ბექა მიქელთაძე გამოიძახა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024