• Geo
  • Eng
25.12.2015
5:0 ვლადიკავკაზის გუნდთან

დღეს ბენდელას თასზე იუნიორმა დინამოელებმა მეოთხედფინალური მატჩი ჩაატარეს. თბილისელთა მეტოქე ვლადიკავკაზის იუნოსტი გახლდათ. დინამოელებმა ეს შეხვედრაც დიდი ანგარიშით და გოლის გაუშვებლად მოიგეს. ხუთი გატანილი გოლიდან თავის გამოჩენა ნიკოლაიშვილმა, გეგიაძემ, კუხალეიშვილმა, იობაშვილმა და თოდუამ მოახერხეს. იმავე ანგარიშით თბილისელებმა გუშინ სამეგრელოს მიურატს აჯობეს. მანამდე იყო ასევე 5:0 რუსთავთან და 3:0 საბურთალოს სკოლასთან. ხვალ ტურნირის ნახევარფინალში, 15 საათსა და 30 წუთზე რევაზ გვარაკიძის შეგირდები საბურთალო-ბენდელას დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ბენდელას სტადიონზე გაიმართება.

დინამო U11  5:0  იუნოსტი ვლადიკავკაზი

დინამო U11: ჯოჯუა, მოლაშვილი, ბაგრატიონი, ხარაული, კობახიძე, თოდუა, გეგიაძე, ბესელია, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: გოცირიძე, არჩაია, ახვლედიანი, მელქაძე, კუხალეიშვილი, ახალკაცი, ნიკოლაიშვილი, ბაბლუანი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024