• Geo
  • Eng
24.12.2015
პატარა დინამოელები ბენდელას თასის მეოთხედფინალში გავიდნენ

ბენდელას თასზე დღეს ჯგუფური ეტაპის მატჩები დასრულდა. დინამოელებმა მესამე შეხვედრაც დიდი ანგარიშით მოიგეს და მეოთხედფინალში ჯგუფიდან  პირველი ადგილით გავიდნენ. თბილისელებმა სამეგრელოს მიურატს 5:0 აჯობეს. თოდუამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი იობაშვილმა, კობახიძემ და ნიკოლაიშვილმა გაიტანეს. ჩვენმა გუნდმა გუშინაც იმავე ანგარიშით იმარჯვა რუსთავთან, მანამდე კი სამი უპასუხო გოლით დაამარცხეს საბურთალოს სკოლა. ხვალ ტურნირის მეოთხედფინალში 14.00 საათზე, რევაზ გვარაკიძის შეგირდები ვლადიკავკაზის იუნოსტ- ს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ბენდელას სტადიონზე გაიმართება.

დინამო U11  5:0  მიურატი სამეგრელო

დინამო U11: გოცირიძე, არჩაია, ბაგრატიონი, მოლაშვილი, მელქაძე, ხარაული, ნიკოლაიშვილი, გეგიაძე, ბესელია

შეცვლაზე შევიდნენ: ჯოჯუა, კობახიძე, თოდუა, ახვლედიანი, იობაშვილი, ბაბლუანი, კუხალეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024