• Geo
  • Eng
23.12.2015
დინამომ ბენდელაზე რუსთავსაც მოუგო

დღეს საბურთალოს ბენდელას სტადიონზე, პატარა დინამოელებმა ბენდელას თასის ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩი ჩაატარეს. რევაზ გვარაკიძის გუნდმა რუსთავს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა და მიჯრით მეორე მატჩი მოიგო. გუშინ დინამოელებმა საბურთალოს სკოლას აჯობეს 3:0. რუსთაველთა კარში გოლები მოლაშვილმა, იობაშვილმა, გეგიაძემ, ბესელიამ და ნიკოლაიშვილმა გაიტანეს. ხვალ ჯგუფში მესამე შეხვედრას 14 საათსა და 15 წუთზე პატარა დინამოელები სამეგრელოს მიურატთან გამართავენ.

დინამო U11  5:0  რუსთავი

დინამო U11: ჯოჯუა, არჩაია, ბაგრატიონი, მოლაშვილი, თოდუა, კობახიძე, გეგიაძე, ახალკაცი, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: გოცირიძე, ახვლედიანი, მელქაძე, ნიკოლაიშვილი, ბესელია, კუხალეიშვილი, ბაბლუანი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024