• Geo
  • Eng
13.12.2015
ჭაბუკებმა პირველი წრე გამარჯვებით დაასრულეს

დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეთექვსმეტე ტურის მატჩები გამართეს. დინამოელები მცხეთაში ვიტ ჯორჯიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და ორივე შეხვედრაში 2:0 იმარჯვეს.

დინამოს 15 წლამდელებმა სეზონის ბოლო შეხვედრა სათავისოდ წარმართეს, უპირატესობა გატანილ ორ გოლში ასახეს და მორიგი სამი ქულაც მოიპოვეს. გოლები მასპინძელთა კარში ვაწაძემ და ბ. ხარშილაძემ შეაგდეს. ამ გამარჯვებით დინამომ 41 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 58/10 პირველი წრის შეემდეგ გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში მეორე ადგილზე იმყოფება.

დინამოს 17 წლამდელებმა იმავე ანგარიშით აჯობეს ვიტ ჯორჯიელ თანატოლებს. თავის გამოჩენა კაპანაძემ და ბუღრიძემ მოახერხეს. ლევან გვანცელაძის ფეხბურთელებს 16 მატჩიდან 40 ქულა დაუგროვდათ და ზამთრის შესვენებას აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე შეხვდებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 36/8.

ვიტ ჯორჯია U15  0:2  დინამო U15

დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, გაბედავა, მექვაბიშვილი, ბ. ხარშილაძე, შარაძე, ჩიქოვანი, ჯიჭონაია, ვაწაძე, ბაბუნაძე, ჩეკურიშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ჯანგიძე, თვალოძე, გულდედავა, ბერიაშვილი, გ. ხარშილაძე

ვიტ ჯორჯია U15  0:2  დინამო U15

დინამო U17: ქავთარაძე, კაპანაძე, ყურშავიშვილი, ბაშალეიშვილი, კალანდარიშვილი, აბუთიძე, კოკაია, ნემსაძე, ღვინიაშვილი, დარცმელია, თავხელიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ცერცვაძე, ბუღრიძე, კვანტალიანი, ვაწაძე, ბაბუნაძე, სეიდოვი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024