• Geo
  • Eng
12.12.2015
დინამო - შერიფი’99 | LIVE

დღეს  11 საათსა და 30 წუთზე, დინამოს აკადემიის 1998 წელს დაბადებულთა გუნდი შერიფის თასზე ბოლო, მეხუთე მატჩს მასპინძელი შერიფის 99- იანების გუნდის წინააღმდეგ გამართავს. პირველ მატჩში ახალგაზრდა დინამოელებმა გიორგი ჩაკვეტაძის გოლით ტირასპოლის შერიფი 1:0 დაამარცხეს. მეორე შეხვედრაში სერბულ იაგოდინასთან თბილისელებმა ფრედ 1:1 ითამაშეს. გოლი გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა. მესამე მატჩში, ჩვენი გუნდი კიევის დინამოსთან 0:1 დამარცხდა, ხოლო გუშინ დინამომ ბულგარული დუნავი 12:0 დაჯაბნა. ოთხი გოლი ჩაკვეტაძის ანგარიშზეა. სამჯერ აიღო დუნავის კარი გოგილაშვილმა, ორჯერ ფოჩხუამ, თითოჯერ კი ხარაბაძემ, კუციამ და ქაფიანიძემ.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს შეგიძლიათ უყუროთ ბმულზე: http://fcdinamo.ge/ge/live-stream

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024